ახალი ამბები
სოფელი გაზაფხულიდან ცოცხლდება
იყო დრო, როდესაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში სახლები არ იკეტებოდა.

გაზაფხულიდან კი, სოფელში ის  ჭიშკრები იღება, რომელსაც შემოდგომით ლუქავენ.

ისინი, ვინც ადგილზე მუდმივად ცხოვრობენ, ძირითადად, მოხუცები არიან. მათი შვილები და შვილიშვილები, უმეტესწილად, თბილისში და კასპში ცხოვრობენ.

სასწავლო წელს კი არასრულ საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე სწავლობს.

გაზაფხულიდან სოფელი ცოცხლდება.

ადგილობრივ მკვიდრს გიმზერ ხიზამბარელს იმედი აქვს, რომ მთის კანონის ამოქმედების შემდეგ შემოდგომიდან ჭიშკრები აღარ დაიკეტება. ნოსტეს მთის დასახლების სტატუსი მიენიჭა. მთის კანონი 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები