"ქართულმა ოცნებამ" მეტეხის შუალედურ არჩევნებისთვის კანდიდატი წარადგინა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016
წლის 22 მაისს ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებში საკრებულოს მაჟორიტარ
დეპუტატობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ალექსანდრე მერებაშვილი
იბრძოლებს.
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური
მდივანმა კანდიდატი დღეს 22 აპრილს წარადგინა. კახა კალაძესთან ერთად
კასპში პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც
იმყოფებოდა.
ალექსანდრე მერებაშვილი დაიბადა 1978 წელს სოფელ მეტეხში. ის წლების
განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში.
2012-2013 წლებში ალექსანდრე მერებაშვილი იყო კასპის მუნიციპალიტეტის
მეტეხის ადმინისტრაცულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი. 2013 წელს
კვლავ კერძო სექტორს დაუბრუნდა.
სტატიის გამოყენების პირობები