ახალი ამბები
მეტეხის შუალედური არჩევნების მთავარი კანდიდატები
2016 წლის 22 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები, საკრებულოში მაჟორიტარი წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, დაინიშნა.

პარტია ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებთან ერთად, გარდაცვლილს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

შემდეგ კი, შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივი მკვიდრი ალექსანდრე მერებაშვილი წარადგინა.

ალექსანდრე მერებაშვილი 2014 წელს მეტეხში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუშაობდა. ის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა ოლეგ იაძემ დანიშნა, ხოლო ოლეგ იაძის გადადგომის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მოხსნა.

იაძე თვლის, რომ ახალი გამგებლის ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო:

,,ჩემ შემდეგ რომ დანიშნულიყო გამგებელად ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ალექსანდრე მერებაშვილს და იმ 6 რწმუნებულს არ მოხსნიდა" - ასე თვლის ოლეგ იაძე.

ალექსანდრე მერებაშვილი დღეს ამბობს, რომ ის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის არქივში მოიძებნება ვიდეო, სადაც ალექსანდრე მერებაშვილი ამბობს, რომ თუ ვინმე თანამდებობიდან წასვლას აიძულებს, ახსნა-განმარტებას აუცილებლად მოსთხოვს.



პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამავე სოფელში ნაციონალური მოძრაობა თავის წარმომადგენელს ციცო აბუაშვილს ასახელებს.

ციცო აბუაშვილი წლების განმავლობაში მეტეხის ადმინისტრაციულ ორგანოს ხელმძღვანელობდა. ის განსაკუთრებით პოპულაური გახდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ის ვიდეო გავრცელდა.



შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეოარქივში მოიძებნება ასევე ვიდეო-მასალა, სადაც მეტეხელებისა და ციცო აბუაშვილის შეხვედრაა აღბეჭდილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები