ახალი ამბები
ნოსტელები სააკაძის მუზეუმის გაკეთებას ითხოვენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს მოსახლეობა მე-17 საუკუნის ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის მუზეუმის გაკეთებას ითხოვენ.

ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ამჟამად, გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელში კოშკი დგას, ხოლო სასახლის შემორჩენილი კედლები ყოველწლიურად ზიანდება.

ადგილობრივი მკვიდრი გიმზერ ხიზამბარელი ამბობს, რომ გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში კოშკის დასათვალიერებლად ძირითადად სოფლის მოსწავლეები მოჰყავთ.

ხოლო ის მკვლევარები, რომლებიც ძირითადად სააკაძის პიროვნებას და მისი პერიოდის ისტორიას სწავლობენ, სოფელში ხშირად სრუმრობენ.

,,თუმცა ეს არ არის საკმარისი. სოფელში გვინდა, რომ ჩვენი დიდი წინაპრის მუზეუმი იყოს, უფრო მეტი გაიგოს ხალხმა ამ დიდი პიროვნების შესახებ. ტურისტების გაზრდა ჩვენთვისაც კარგი იქნება, მეტ შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მცხოვრებლებს" - ამბობს ნოსტელი მერაბ გაბოძე.

,,სოფელში რაც კი რამ კეთდება, ყველაფერი სააკაძეს უკავშირდება, გვინდა, რომ ყველაფერი მისი სახელობის იყოს. კოოპერატივიც რომ გააკეთეს აქ, იმასაც სააკაძის სახელი დაარქვეს. სუფრას ისე არ ვამთავრებთ, რომ სააკაძის სადღეგრძელო არ დავლიოთ" - ამბობს გიმზერ ხიზამბარელი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები