- რა საგადასახადო შეღავათებით
სარგებლობს მეწარმე სუბიექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების
შემდეგ?
პასუხი: - მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს
სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და
წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
- ვინ იღებს
გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად
მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების
თაობაზე?
პასუხი: - ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის
საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი.
- რა კრიტერიუმებს
უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, იმისათვის რომ მოხდეს მაღალმთიან
დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის
მინიჭება?
პასუხი: - ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები
პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე
მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
- რა სოციალური
შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები
სტატუსის მქონე პირი, ბავშვის დაბადების
შემთხვევაში?
პასუხი: - 2016 წლის 01 იანვრის შემდგომ დაბადებული პირველი
ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში
მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის –ხოლო
მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის
განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის – ოდენობის ფულად დახმარებას.
- სარგებლობენ თუ არა
ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
დაწესებული შეღავათებით?
პასუხი: - კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან
დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს
მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.
რუბრიკის მომზადება
შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით,
რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით
იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის
შეხედულებებს



სტატიის გამოყენების პირობები