ახალი ამბები
ჯავახიშვილის სახლმუზეუმში სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა, ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახაშვილის სახლმუზეუმში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.

პროფესორმა აპოლონ თაბუაშვილმა ხოვლის, სასირეთის და დოესის საჯარო სკოლების X და XI კლასის მოსწავლეებთან ლექცია, „ჯავახიშვილის მეცნიერული კვლევები ხოვლის დემოგრაფიულ საკითხებზე“, წაიკითხა.

სკოლებთან მუშაობის სისტემური პროექტი ფარგლებში „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ 2007-2008 წწ ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია სკოლასთან თანამშრომლობა, მოსწავლეებში სწავლისა და მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდა - ლექციების, ლაბორატორული მეცადინეობების, კონფერენციების, ვიქტორინების ჩატარებით.

სისტემატურად ეწყობა გასვლითი ღონისძიებები რეგიონების საჯარო სკოლებში.

,,თსუ საბავშვო უნივერსიტეტი" 2012 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში (EUCU NET – the European Children's Universities Network) გაწევრიანდა.

თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის პროექტებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეზღუდვის გარეშე, უსასყიდლოდ შეუძლია.

შერჩეულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სკოლა უნდა დაუკავშირდეს თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; პროგრამების კოორდინატორი - გიორგი გრიგოლაშვილი – 555 654 140.


Print

სტატიის გამოყენების პირობები