ახალი ამბები
ოჯახების დაახლოებით 9%-ს გოგოს გაჩენა ურჩევნია
საქართველოში ოჯახების დაახლოებით 9%-ს გოგოს გაჩენა ურჩევნია, ხოლო 46%-ს - ბიჭის.

ამის შესახებ მასალას სამხრეთ კავკასიის ქალთა საინფრმაციო ცენტრი აქვეყნებს.

,,იმედის" კლინიკის გინეკოლოგის, დავით კობეშავიძის ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 30-35 ათასი ჩვილი არ დაიბადა იმის გამო, რომ ისინი მდედრობითი სქესის იყვნენ.

„ქართული მენტალიტეტის თანახმად, თუ ოჯახში პირველი გოგო ჩნდება, მეორე აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს." - აცხადებს დავით კობეშავიძე.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის შეფასებით, ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში სელექციური აბორტების საკითხი სულ უფრო მწვავედ დგას. მშობლები ჩანასახის სქესს ორსულობის დასაწყის ეტაპზევე იგებენ და თუ გოგო აღმოაჩნდათ – დაუფიქრებლად იშორებენ.

იმ გამოკითხვების თანახმად, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვისაა ცნობილი, საქართველოში ოჯახების 46%–ს ურჩევნია ბიჭი გაუჩნდეს, მხოლოდ 9%–ის კი – გოგო.

ქალების უმრავლესობა, ვისაც აბორტი გაუკეთებია, აღიარებს, რომ უმეტესად ეს სქესის გამო ხდება. როგორც წესი, მომავალი დედებისთვის არ აქვს სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მამები უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები