ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ქალთა
საინფორმაციო ცენტრი სამშვიდობო აქციას აწყობს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, სააღდგომო დღესასწაულთან
დაკავშირებით, სამშვიდობო აქციის წევრები მოსახლეობას აღდგომას
ულოცავენ.
,,სამშვიდობო აქციით გინდა მოვუწოდოთ ინციდენტების პრევენციისა და
მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეებს, რომ
ამ დღესასწაულზე დაივიწყონ კონფლიქტი და მისცენ ადამიანებს თავისუფლად
გადაადგილების შესაძლებლობა. " - აცხადებენ აქციის
ორგანიზატორები.
ქალთა საინფომაციო ცენტრის წევრები წუხან, რომ წლიდან წლამდე,
ერგნეთში, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში უშედეგოდ განიხილება
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობისთვის ახლობლების საფლავების მონახულების
შესაძლებლობა.
სამშვიდობო აქცია ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა
და განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს
სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმისა და გაეროს
#1325 რეზოლუციის იმპლიმენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და
სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი; ქალთა როლის
შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში ცნობიერების ამაღლება;
კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი და ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ქალების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა განათლებაზე და
მათი ეკონომიკური გაძლიერება.
სტატიის გამოყენების პირობები