ახალი ამბები
ქეთევან წამებულის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გამო ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმოსვლა შეჩერებულია.

გელდიაშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე მძღოლები გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ახალი ასფალტის დაგების სამუშაოებს კომპანია ,,შარა" ახორციელებს.

გორის მუნიციციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების ცნობით, სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 415 000 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

,,გარდა ქეთევან წამებულის ქუჩის (გელდიაშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე) მონაკვეთისა, პროექტით გათვალისწინებულია კიდევ 4 ქუჩის, გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩიდან გმირების ქუჩამდე) მონაკვეთის, ჩოდრიშვილის ქუჩიდან ბარნოვის ქ.N9-ის მიმართულებით გამავალი ჩიხისა და სუხიშვილის ქუჩაზე (მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე) ტროტუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია." - აცხადებენ გორის მერიაში.

ოთხივე მონაკვეთის საერთო სიგრძე დაახლოებით 700 მეტრია.

სამუშაოები 21 აპრილს დაიწყო და 5 თვეში დასრულდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები