ახალი ამბები
მიმდინარე წელს ხაშურში 41 მაწანწალა ძაღლი დაიჭირეს
ხაშურის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები უპატრონო ძაღლებს ხელით იჭერენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირის (ააიპ) ,,სავანეს" ხელმძღვანელი დიმიტრი ზავარინი ესაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ქალაქში, უკვე, 41 ძაღლი დაიჭირეს. კასტრაცია კი, მხოლოდ ნახევარს გაუკეთდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს 35 000 ლარი გამოყო.

"ძაღლებს, ძირითადად, ხელით ვიჭერთ. არ გვყავს სპეციალური მანქანა და ცხოველები ვოლიერებამდე "მარშუტკით" მიგვყავს. თავშესაფარი 10 ძაღლზეა გათვლილი, ძაღლებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღეა. 10 ვოლიერი გვაქვს მხოლოდ და თითო ვოლიერში ორი ძაღლის შეშვებაც შეგვიძლია, თუ ისინი აგრესიულობით არ გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ. " - აცხადებს დიმიტრი ზავარიანი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ  თავშესაფარში მიყვანილ ძაღლების ნაწილს კასტრაცია არ უტარდება, "სავანეს" დირექტორი ამას კონკრეტული მიზეზით ხსნის.

"2016 წელს თავშესაფარში 41 ძაღლი მივიყვანეთ, მაგრამ კასტრაცია ყველასთვის არ ჩაგვიტარებია. ძაღლების ნაწილს სამედიცინო სტერილიზაცია ჩაუტარდა, რომელიც ექვსთვიანია. ექვსი თვის შემდეგ ისევ დავიჭერთ ამ ძაღლებს და თავიდან გავუკეთებთ სტერილიზაციას. ეს იმიტომ ხდება, რომ ფინანსები არ გვაქვს."

მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი ხაშურის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. 

შენობა ცხოველთა თავშესაფარისთვის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა აშენებულიყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა.

"სავანეს" მაშინდელმა დირექტორმა ემზარ ბუაძემ 2014 წელს გვაჩვენა შენობა, რომელსაც სახურავი არ ქონდა.

იხ. ამავე თემაზე:

თბილისისკენ ,,გაგზავნილი” 2300 ძაღლი (ჟურნალისტური მოკვლევა)


Print

სტატიის გამოყენების პირობები