გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანისა და ორთაშენის მოსახლეობას 5
მაისს გაზმომარაგება შეუწყდება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია
,,სოკარგაზიდან" აცნობეს.
გაზმომარაგებაში შეზღუდვები იმ უბნებსაც შეექმნებათ, რომლებიც
ვარიანისა და ორთაშენის გაზგამანაწილებელ ქსელზეა დამოკიდებული.
კომბინატის დასახლება (ქ.გორი)
სადგურის დასახლება (ქ.გორი)
სოფელი ორთაშენი
სოფელი თედოწმინდა
სოფელი ტინისხიდი
რუსთაველელის ქუჩა (ქ.გორი)
ხაშურის ქუჩა (ქ.გორი)
ჯაფარიძის ქუჩა (ქ.გორი)
9 აპრილი ქუჩა (ქ.გორი)
ვაჩნაძის ქუჩა (ქ გორი)
სამეფოს ქუჩა (ქ.გორი)
რობაქიძის ქუჩა (ქ.გორი)
სტალინის გმზ № 1 - დან № 13 – მდე. (ქ.გორი)
გურამიშვილის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩამდე (ქ.გორი)
თამარ მეფის ქუჩა სტალინის გმზ–მდე (ქ.გორი)
ამილახვრის ქუჩა სტალინის გმზ–მდე (ქ.გორი)
ბარნოვის ქუჩა (ქ.გორი)
ჩოდრიშვილის ქუჩა (ქ.გორი)
სოფელი ახალდაბა
სოფელი ვარიანი
სოფელი შინდისი
სოფელი ფხვენისი
სოფელი ყელქცეული
სოფელი ერგნეთი
სოფელი ზემო ნიქოზი
სოფელი ქვემო ნიქოზი
სოფელი ზემო ხვითი
სოფელი ქვემო ხვითი
კომპანიის წარმომადგენლის, ნინო ჭკვიანიშვილის თქმით, აღნიშნულ
სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის მიერ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებასთან
დაკავშირებით (2016 წლის 4 მაისის ტელეფონოგრამა №135), დილის
11:00 საათიდან 5 მაისის საღამოს 17:00 საათამდე შეუწყდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე,
ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და
აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში
არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის
დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე:
16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
სტატიის გამოყენების პირობები