ახალი ამბები
კასპისა და ქარელის სასწრაფო დახმარების ცენტრებს ახალი ტექნიკა გადაეცა
კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა გადაეცა.

ერთი კვირით ადრე კი, ამავე დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი გამავლობის სპეცმანქანაც გადასცა. სპეცმანქანა ქარელის სასწრაფო დახმარების ცენტრსაც შეემატა.

კასპის სასწრაფო დახმარების ცენტრის გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი ესწრებოდნენ.

კასპის რაიონის სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც 40-მდე თანამშრომელი მუშაობს, მანამდე კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები