ახალი ამბები
კასპში პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამუშაოებს უცხოური საწარმოს ფილიალი „ფერლით - ჯორჯია“ აწარმოებს.

საბავშო ბაღის რეაბილიტაცია შენობის სახურავის მოთუთიებული პროფენილით მოწყობას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენებას, იატაკზე ლამინატის დაგებას, კედლების ამოშენებას, ელექტროგაყვანილობის, საკანალიზაციო და სამელი წყლის ქსელის შეცვლას, შეკიდული ჭერის და სველი წერტილების მოწყობას, კედლების სამღებრო სამუშოებს, ეზოს შემეღობვას და შენობის ფასადის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოებზე 276 130 ლარი დაიხარჯება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინასდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ბოლო სამი წელია, კასპში საბავშო ბაღების ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.

2016 წელს ქალაქის სამი საბავშო ბაღის სამუშაოების სრულ რეაბილიტაცია მოხდება. სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები