თემურ გიგაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დახმარებით გორის
რაიონულ სასამართლოს მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით 16
მაისს მიმართა.
დამოუკიდებელი აუდიტის შეფასებით ზარალმა 285 620 ლარი შეადგინა.
განადგურებული თევსსაჭერის აღდგენის მიზნით თემურ გიგაშვილმა პროგრამა
„იაფი კრედიტის“ ფარგლებში 120 000 ლარის ოდენობით სესხი აიღო, რომლის
ნახევრის გადახდას ვეღარ ახერხებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს წინაშე რამდენიმე სასარჩელე
მოთხოვნა დააყენა:
1.მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება.
2.ადმინისტრაციული დაპირების შესრულება გორის მუნიციპალიტეტის
გამგეობის მიერ (2008 წელს გიგაშვილის განცხადება მუნიციპალიტეტმა
კონტროლზე აიყვანა და შესაბამის მონაემთა ბაზაში დაარეგისტრირა, ხოლო
2012 წელს გამგეობამ გიგაშვილს ზარალის ანაზღაურებაზე უარი იმ მიზეზით
უთხრა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში მსგავსი თანხები გათვალისწინებული არ
იყო.)
3. ამ ეტაპზე თუ ვერ ხდება ზიანის ანაზღაურება მოხდეს იაფი კრედიტის
ფარგლებში აღებული სესხის ჩამოწერა.
სტატიის გამოყენების პირობები