ახალი ამბები
დღეს გორს მე-2000-ე ტურისტი ეწვია
დღეს გორში სტუმრად ჩასული ვალერი დალინსკი  მე-2000-ე ტურისტი აღმოჩნდა.

ტურისტების რაოდენობას გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დაარსების დღიდან აღრიცხავს.

გორის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეს ციფრი მიმდინარე წლის მონაცემია.

გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურისტული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან გიული ქუთათელაძესთან ერთად ვალერი დალინსკი დაასაჩუქრა.

ვალერი დალინსკი მეუღლესთან ნატალიასთან ერთად საქართველოს რუსეთიდან გუშინ ესტუმრა.

ისინი გორს დღეს დილით ესტუმრნენ და კონსულტაციისთვის გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართეს.

შალვა ტლაშაძემ აღნიშნა, რომ ტურზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით გორში ჩამოსული ყოველი მეათასე ტურისტი დასაჩუქრდება.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურისტული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიული ქუთათელაძის განცხადებით, 2015 წლის პირველი ხუთი თვის შედეგებთან შედარებით, 2016 წელს ქალაქში ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები