ახალი ამბები
ავტობუსში რუსი სამხედროები ისხდნენ - მსხვერპლი ექვსამდე გაიზარდა
ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცხინვალი-ახალგორის გზაზე გადავარდნილ ავტობუსში რუსი სამხედროები ისხდნენ.

დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

16 სამხედრო კი, საავადმყოფოში მოათავსეს.

ავტობუსში სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ავტობუსს სამხედროები ყანჩავეთიდან ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავდა.

ავარიის მიზეზად სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა სახელდება. ამავე დროს, სააგენტო ,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, დილით აღნიშნულ გზაზე ნისლი იყო.

სამხედრო ვერტმფრენით ჩკალოვსკის აეროდრომიდან კვალიფიციური სამხედრო ექიმები გაგზავნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები