ახალი ამბები
ახალგაზრდულ ცენტრში ევროკავშირის შესახებ დისტანციური ლექცია გაიმართა
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დისტანციური საჯარო ლექცია სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წაიკითხა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის სემინარს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.

ლაივსტრიმის საშუალებით მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობდა.

დისტანციური სემინარი ინოვაციური პროექტია, რომელიც ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და გორის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

გორის მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის განცხადებით, პროექტი გორის მერიის დისტანციური სწავლების პირველი მცდელობაა, რომელიც მომავალში მუდმივ სახეს მიიღებს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები