ახალი ამბები
შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული სტატიების კონკურსს აცხადებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე: ,,საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ" 

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

კოკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” - ტარდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა  სტატია უნდა წარადგინონ, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე დაწერილი სტატიების შეფასების კრიტერიუმებია: თემატიკასთან შესაბამისობა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა; კრეატიულობა

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდება.

მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი - გადაეცემა პირველ ადგილზე გასული სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფოტოკამერით, ხოლო, მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა კომპიტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები