ახალი ამბები
,,ტყლაპიმეიკერები" და ,,უიღბლოები" მომდევნო ტურში გავიდნენ
ქარელში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შეჯიბრი დაიწყო.

კეხიჯვრელმა ,,ტყლაპიმეიკერებმა" და ბრეთელმა ,,უიღბლოებმა" ფცელ ,,ზაფრანებს" აჯობეს.

ღონისძიებას ორგანიზებას ქარელის გამგეობის კულტურის სამსახური უწევს და კულტურის ცენტრის დარბაზში მიმდინარეობს.

გუშინ ორმა გუნდმა, ,,ტყლაპიმეიკერებმა" და ,,უიღბლოებმა", მომდევნო ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

დღეს ერთმანეთს სოფელ ბრეთის საჯარო სკოლის გუნდი „მუშკეტერები 20 წლის შემდეგ“, სოფელ მოხისის საჯარო სკოლის გუნდი „მოხისელები“ და სოფელ დირბის საჯარო სკოლის გუნდი „დირბულა“ შეხვდება.














Print

სტატიის გამოყენების პირობები