გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ,,(განათლების
ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში განიხილეს.
შემუშავებული რეკომენდაცია ადგილობრივ სამოქალაო სექტორს ,,სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა წარუდგინა.
აღინიშნა, რომ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა
მნიშვნელოვანია.
მათ აქვთ განსხვავებული სამუშაო პირობები. უწევთ სკოლაში სიარული
მაშინაც კი, როდესაც სხვა მასწავლებლები შვებულებაში არიან და სკოლაში
არდადეგებია.
დღის ცენტრების მასწავლებლებს საქმიანობის სერიოზული გამოცდილება
დაუგროვდათ, თუმცა მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ტრენინგები, ისინი
თავად ქმნიან მოსწავლეებთან მუშაობის გეგმებს.
მათი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გამოცდილების
გაზიარებისა და ახალი ცოდნის შეძენის საშუალებები.
დოკუმეტში ასახულია საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და
დანერგვის ეფექტურობა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების კონვენციის“ 24-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.
შეფასება თბილისს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს და
მაღალმთიან სოფლებს მოიცავს
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 23 დეკემბერს
კონვენციის რატიფიცირების დადგენილება მიიღო, საქართველოს ბევრი
ვალდებულების შესრულება დაეკისრა.
ანგარიშში გაანალიზებულია ინკლუზიური განათლების განვითარების
პროცესში მიღწეული პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები.
შეხვედრას საჯარო სკოლების, საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციების, დღის ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რეკომენდაციები განიხილეს.
ანგარიში წარედგინება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების კომიტეტს (CRPD), ასევე, წარდგენილი იქნება კავკასიური
ქსელი ბავშვებისთვის საბჭოს სხდომაზე, ვენაში, 2016 წლის ივნისში.
ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ: რუსუდან ჭანტურია, სოფიო გორგოძე,
თამარ ჩხაიძე, თამარ მოსიაშვილი და სიმონ ჯანაშია. პროექტი
დააფინანსა ღია საზოგადოების ფონდმა (OSF).
სტატიის გამოყენების პირობები