ახალი ამბები
სოფელ ფცაში სარწყავი არხის წყალი გზაში იკარგება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში სარწყავი არხების შიდა ქსელები გაუწმენდავია.

ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას ნაკვეთების მორწყვა უჭირს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ღოღეთიდან მეზობელ ფცამდე საკმარისი რაოდენობის წყალი მიდის, თუმცა, წყლის დიდი ნაწილი სოფლის გზებზე იკარგება.

340 კომლიან სოფელში სასმელი წყლის ონკანებიც არასაკმარისია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ წყლის მიწოდების სისტემას დამატებითი რეზერვუარის გაკეთება გააუმჯობესებს.

სოფელში მთავარი გზა მწყობრშია და კმაყოფილები არიან. თუმცა, ერთი შენიშვნა აქვთ. ახლადდაგებულ სავალ გზას სანიაღვრე არხები არ აქვს. ნალექის დროს დაგუბებული წყალი კი, გზას მალე დააზიანებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები