კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები ხმაურით
მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები და პარტიების წარმომადგენლები
ერთმანეთს აგრესიით მიმართავენ.
ერთმანეთს საარჩევნო პროცედურების სწორად წარმართვისკენ
მოუწოდებენ.
სოფლის წარმომადგენლის სტატუსის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის:
,,ქართული ოცნებიდან“ ალექსი მერებაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობიდან“ ციცინო აბუაშვილი, ხოლო პარტია ,,სახალხო
ხელისუფლებიდან“ სოლომონ ტატანაშვილი.
უბანზე 2600-მდე ამომრჩეველია.
დღეს, საქართველოს მასშტაბით, 45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს
შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 9 მაჟორიტარ დეპუტატს
აირჩევს.
ცესკოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ყველა საარჩევნო უბანი
გაიხსნა დროულად, დილის 7:00 საათზე. დამკვირვებლებს, პოლიტიკური
სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ
დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად წილისყრით
ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო
დოკუმენტაცია გადაცემულია.
„ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი
ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი
მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, -
განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ
საინფორმაციო ბრიფინგზე.
საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში
იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და
უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს,
20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი
აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მთელი დღის განმავლბაში იმუშავებს ცესკოს
სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51
00 51: ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს
შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი
სახის ინფორმაცია.
საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების
დღის მიმდინარეობის შესახებ.
სტატიის გამოყენების პირობები