ახალი ამბები
გორთან ავტობანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
მდინარე ლიახვის ხიდზე მარცხენა მიმართულებით სადეფორმაციო ნაკერის ლითონის კონტრუქცია დაზიანდა.

ამის გამო დასავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შემოვლით გზაზე უწევს მოძრაობა.

საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ 10 დღეში დამთავრდება.

აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით მოძრაობა ხიდის მარცხენა მიმართულებით 21 მაისიდან აიკრძალა.

რაც შეეხება შემოვლით გზას, ეს გზა გორი-ვარიანისა და გორი-ცხინვალის შიდასახელმწიფოებრივ გზებს აერთიანებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის ბორდიურები მოეწყო და ავტობანს დაუკავშირეს.



მეორე ფოტოზე: სოფელ ორთაშენიდან წმინდაწყლის დასახლებისკენ მიმავალი შიდასახელმწიფოებრივი გზა გადაკეტილია და უერთდება ავტობანს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები