ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში მანქანა ქალბატონს დაეჯახა
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანას ქალბატონი მართავდა.

დაზარალებულიც ასევე ქალბატონია.

მას სამედიცინო დახმარება დროულად ჩაუტარდა.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

დაშავებული გორის ერთერთი საჯარო სკოლის პედაგოგი აღმოჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

აღნიშნული მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გამოიკვეთება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები