ახალი ამბები
გორში 24 თეატრის დასი ჩამოვა
5 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე ოცდაოთხი თეატრალური დასი კომედიის ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრის ადმინისტრაციდან აცნობეს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის ცნობით, ბილეთების გაყიდვაზე მოთხოვნა უკვე  დაიწყო.

ოცდაოთხი თეატრიდან 20 დასი საქართველოს, ხოლო დანარჩენი ოთხი - უკრაინას, ბულგარეთს და პოლონეთს ეკუთვნის.  

ფესტივალი საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება. მისი ერთერთი დამფუძნებელი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა.

გთავაზობთ ფესტივალის სამუშაო ვერსიას:

5 ივნისი - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
„შეცდომათა კომედია“ 20:00

6 ივნისი - ბულგარეთი, ვარნის დრამატული თეატრი (დიდი სცენა),
„რევიზორი“ 20:00

დმანისის თეატრი (მცირე სცენა) პრემიერა
„ძუნწი“ 17:00

7 ივნისი - უკრაინა, ლეს კურბასის თეატრი (დიდი სცენა)
„გოდოს მოლოდინში“ 20:00

8 ივნისი - რუსთავის თეატრი (დიდი სცენა)
„ყველაფერი ქალების შესახებ“ 20:00

9 ივნისი - ახმეტელის თეატრი (დიდი სცენა)
„ორი ვოდევილი სიყვარულზე“ 20:00

10 ივნისი - სენაკის თეატრი (დიდი სცენა)
„აი, კაცი!!!“ 20:00

11 ივნისი - პანტომიმა (დიდი სცენა)
„გიჟი ოლიმპიელები“ 18:00

11 ივნისი - „სკამი“; 20:00.
თბილისის გლობუსის თეატრი


12 ივნისი - ბათუმის თეატრი (დიდი სცენა)
„მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“ 20:00

13 ივნისი - რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა)
„თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ 20:00

14 ივნისი - ბიალისტოკის თეატრი, პოლონეთი (დიდი სცენა)

15 ივნისი - თელავის თეატრი (დიდი სცენა)
„ხანუმა“ 20:00

16 ივნისი - ერისთავის თეატრი (დიდი სცენა)
„ხმაური სცენის მიღმა“ 17:00

ჭიათურის თეატრი (მცირე სცენა)
„ომის ღმერთი“ 20:00

17 ივნისი - სამეფო უბნის თეატრი (დიდი სცენა)
„სტრიპტიზი“ 20:00

18 ივნისი - ფოთის თეატრი (დიდი სცენა)
„ხანუმა“ 20:00

19 ივნისი - ზუგდიდის თეატრი (დიდი სცენა)
„თეატრი“ 20:00

20 ივნისი - ახალციხის თეატრი (დიდი სცენა),
„უჩინმაჩინის ქუდი“ 18:00

ზესტაფონის თეატრი, (მცირე სცენა)
„მთავარი როლი“ 20:00

21 ივნისი - მოზარდი (დიდი სცენა)
,,აურზაური არაფრის გამო" 20:00

22 ივნისი  - ილიაუნის თეატრი
„ჩარლისდეიდა“;  18:00.

კინომსახიობთა თეატრი (დიდი სცენა)
„ჭირვეულის მორჯულება“ 20:00

23 ივნისი - ფესტივალის დახურვა, დათო ევგენიძის კონცერტი (დიდ სცენაზე)
20:00
Print

სტატიის გამოყენების პირობები