ახალი ამბები
სომხეთის კაპელამ გორის თეატრის სცენაზე ,,მარწყვისტუჩა" შეასრულა
საგუნდო საერთაშორისო ფესტივალის დასასრულს გორის თეატრის სცენაზე სომხეთის კაპელამ ,,მარწყვისტუჩა" შეასრულა.

ქართულმა ხალხურმა სიმღერამ დარბაზში შეკრებილი მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია.

გორის სცენაზე საგუნდო ფესტივალი 26 მაისს დასრულდა.

ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და ლატვიის გუნდები მოინაწილეობდა.

საგუნდო მუსიკის ფესტივალს 30 წლის წინ გორის ქალთა გუნდის მაშინდელმა ხელმძღვანელმა შალვა მოსიძემ და სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა სანდრო კაჭარავამ ჩაუყარეს საფუძველი.

90-იან წლებში ფესტივალის გამართვა შეწყდა.

დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალის აღდგენის იდეა საკრებულოს წევრს პაპუნა კობერიძეს ეკუთვნის.

სამდღიანი კონცერტი გორის ქალთა კაპელას მონაწილეობის გარეშე დასრულდა. არც ორგანიზატორებს და არც გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელს ამის მიზეზი მსმენელისთვის არ განუმარტავთ.

რაც შეეხება სიმღერას ,,მარწყვისტუჩას", მისი წარმოშობის ისტორია ასეთია. 1954 წელს პიანისტმა ედიშერ სავიცკიმ იმერეთში, ბაღდათის რაიონში ჩაწერა. უცნობი მომღერლები ამ სიმღერას გიტარაზე ასრულებენ.







Print

სტატიის გამოყენების პირობები