ახალი ამბები
ხურვალეთში ხანდაზმულთა სახლი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე" გაიხსნა.

სოციალურ საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დრის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი).

აღნიშნული ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა.

სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა.

მან ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები