ახალი ამბები
შეთავაზება რუისისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, საქართველოს 33 სოფელში ტრენინგების ჩატარებას უფასოდ იწყებს.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ 18-დან 65 წლამდე მსურველს შეუძლია, რომელიც არის იმ სოფლიდან, სადაც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებსაც ექნებათ.

რეგისტრაციის ვადა 18 ივნისიდან პირველ ივლისამდეა.

სწავლება სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება და შემდეგ თემებს შეეხება:

1. სამართალი და ადამიანის უფლებები; 2. კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა; 3. საკუთრების უფლება-სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები;  4. რა არი ევროკავშირი?  5. რა არის დისკრიმინაცია? 6. ეფექტიანი კომუნიკაცია; 7. კონფლიქტის მართვა; 8. დროის მართვა;  9. პროექტის მართვა; 10. პროექტის წერა

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:  

1 – სარეგისტრაციო ფორმის შევსება სოფლების საზოგადოებრივ ცენტებში

2- სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებ-გვერდზე: tcj.gov.ge

შიდა ქართლიდან პროექტში ჩართვა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლების: რუისისა და მეჯვრისხევის, ასევე მიმდებარე სოფლების დაინტერესებულ მოსახლეობას.


პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები