ახალი ამბები
ქვემო გომში ახალი საჭიდაო არენა კეთდება
სოფელ ქვემო გომში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მოეწყობა მოედანი მსაჯებისთვის, სახურავი გადაიხურება პროფნასტილით, მაყურებლისათვის გაკეთდება ოვალური დასაჯდომები.

საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოებს შპს "მშენკომპლექსი" აწარმოებს.

სამუშაოების ღირებულება 23 598 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქვემო გომი არის ტრადიციული სოფელი, სადაც ჭიდაობა ყოველთვის პოპულარული იყო.

,,ამ სოფლის მკვიდრი იყო ცნობილი მოჭიდავე და მწვრთნელი, არაერთი ჩემპიონის აღმზრდელი ლავრენტი კაციაშილი" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულში კახა კაციაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები