ახალი ამბები
კასპის ცენტრალური სკვერი ფერადი ბუშტებით მოირთვება
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით ღონისძიებებს თბილისიდან მიწვეული წამყვანი და 4 ზღაპრის გმირი გაალამაზებენ.

გთავაზობთ ღონისძიებების გრაფიკს:

1. ღონისძიება გაიმართება ქალაქის ცენტრში, სადაც სკვერი და მიმდებარე ტერტორია მოირთვება ფერადი ბუშტებით;

2. ახალ სკვერში ბავშვებს შორის ჩატრადება შეჯიბრი შაშსა და ჭადრაკში 13.00 -14.00 საათი;

3. საჩვენებელ ვარჯიშს მოაწყობენ კარატეს ბავშთა გუნდის წევრები 13.20 საათი;

4. დედაქალაქიდან წამყვანთან ერთად მოწვეულები არიან 4 ზღაპრის გმირები -13.30 – 14.30 საათი;

5. დედაქალაქიდან, ბავშვებისათვის დროებით დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები13.30 - 15.00 საათი;

6. გაიმართება ასფალტზე ხატვა 14.00 საათი;

7. ბავშვების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, მონაწილეობას მიიღებენ საბავშო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებიც13.30 -16.00 საათი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები