ახალი ამბები
შინდარის სკოლაში კედლების ნალესი ჩამოიშალა და ბავშვებს დაეცა
ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის შენობის კედლებიდან ნალესი ჩამოიშალა და 2 მოსწავლე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება ჯერ მხოლოდ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევით იფარგლება.

დაშავებული მოსწავლეები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თემურ მძინარაშვილის განმარტებით, დაზიანებები დაწესებულებაში შეყვანილ ერთ მოსწავლეს აღენიშნა მხოლოდ.

,,ჩვენს დაწესებულებაში შემოიყვანეს ორი მოსწავლე. კისრის არეში დაზიანება აღენიშნება ერთ-ერთ მათგანს და ჩაუტარდა სტაციონალური მკურნალობა, ხოლო, მეორე მოსწავლეს დაზიანებები არა აქვს“ - გვითხრა საავადმყოფოს მენეჯერმა.

განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მე-4 საჯარო სკოლა შინდარის დასახლებაში მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები