ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის დღეს ნიქოზში ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება
1 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზში ფოლკლორის ფესტივალი - "ნიქოზი 2016" გაიმართება.

ღონისძიების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული გუნდები ნიქოზის სტადიონის ტერიტორიაზე მოაწყობენ ჩვენებას.

ღონისძიება სსიპ ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის ხელმძღვანელობითა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და ხელშეწყობით იმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები