ახალი ამბები
დევნილ ბავშვებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დევნილ ბავშვებს საშუალება მიეცათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას გაცნობოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ იმ პირთა შვილებს უმასპინძლა, რომლებიც წყნეთში ცხოვრობენ.

მათ გარდა, მინისტთან ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების შვილებიც იყვნენ.

სამინისტროს ეზოში სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო.

მოეწყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ილუზიონისტის არაჩვეულებრივი შოუ, დარიგდა პრიზები და საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბავშვებთან ერთად უზარმაზარი ტორტი საზეიმოდ დაჭრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები