ახალი ამბები
ცხინვალელმა ბავშვებმა თანატოლები საავადმყოფოში მოინახულეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ახალგაზრდობისა და ტურიზმის კომიტეტის თანამშრომლების ინიციატივით სპეციალური ღონისძიება საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს მოუწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

სააგენტოების ცნობით, ის ბავშვები, რომლებიც ცხინვალის ცენტრში მოედანზე ვერ გავიდნენ და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა ვერ მიიღებს,  ყურადღების მიღმა არ დარჩნენ.

აღნიშნულ აქციას დე-ფაქტო მთავრობის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,გაუღიმე მეგობარს" დაარქვა.

სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზით მოთავსებულ  ბავშვებს თანატოლებმა სათამაშოები და პრიზები მიუტანეს.

რაც შეეხება ცენტრალურ მოედანს, ცხინვალელმა ბავშვებმა ასფალტი მოხატეს, მხიარული სტარტები ითამაშეს, ხოლო საღამოს კონცერტზე დაესწრებიან.

კონცერტი ბავშვების შესრულებით გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები