ახალი ამბები
,,ენმ"-ს წევრებმა ხურვალეთელ ბავშვებს საერთაშორისო დღე მიულოცეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბავშვებს სოფელ ხურვალეთში ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ღონისძიებას პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე და შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ესწრებოდნენ.

ისინი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით გაუმასპინძლდნენ.

დასახლებაში დაახლოებით 135 ოჯახი ცხოვრობს.

მცხოვრებლები როგორც დიდი ლიახვიდან, ასევე პატარა ლიახვის ხეობიდან არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები