ახალი ამბები
სტაროგრადის ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად გორელი ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოცხადდა
გორის მერიამ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ქალაქ სტაროგრადის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.

ბიზნეს-ფორუმზე გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი პოლონეთში ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ვიზიტის დროს გადაწყდა.

კონკურსის შედეგად  4 ახალგაზრდა შეირჩევა.

დეტალებზე ზურაბ ჯირკველიშვილმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრისას ისაუბრა.

შეხვედრაზე მან მუნიციპალიტეტის მხრიდან არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდი ინვესტიციაა. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებ სკანონი ავალდებულებს მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობის ორგანიზებას, ჩვენი ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ სკოლებში კლასგარეშე საქმიანობის გააქტიურებასა დაარაფომალური განათლების ხელშეწყობას“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კონკურსის პირობები:

პირველი ეტაპი: დაინტერესებულმა პირმა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) უნდა წარმოადგინოს:
• CV
• სამოტივაციო წერილი.
აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა.

მეორე ეტაპი: გასაუბრება - კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ახალგაზრდა.

სტაროგრადის საერთაშორისო ახალგაზრდული ბიზნეს-ფორუმის ჩატარების პერიოდია 2016 წლის 3 - 8 ივლისი.

განაცხადები მიიღება : 2016 წლის 25 მაისი - 5 ივნისის ჩათვლით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები