ახალი ამბები
სოფელ ქორდიდან დაკარგულ 26 წლის მამაკაცს მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წინ სოფელ ქორდიდან დაკარგული 26 წლის მამაკაცის ახლობლები შეიკრიბნენ.

ისინი პოლიციისგან სამძებრო სამუშაოების ჩატარებას და დაკარგულის პოვნას ითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ძალოვან უწყებებს ეცნობა.

თუმცა ამ ეტაპზე დაკარგულის ყოფნა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ დასტურდება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდიდან 26 წლის მამაკაცი 27 მაისის საღამოს შემდეგ აღარავის უნახავს.
თანატოლებთან ქეიფის შემდეგ სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები