ახალი ამბები
კასპის გიმნაზიაში ევროკავშირის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა
კასპში მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, საჯარო ლექცია ჩატარდა.

მოსწავლეებთან შეხვედრა ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" მიერ გაიმართა.

საჯარო ლექციას ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლათფორმის" რეგიონალური კოორდინატორი არინა თავქარაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრა ევროპის ფონდის მხარდაჭერით მოეწყო.

,,მეგობრობის ხიდის ქართლოსის" ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, ბავშვებმა გამოავლინეს თემებისადმი ინტერესი და დაისვა ბევრი შეკითხვა.

,,ორგანიზაცია ქართლოსი აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და შემდგომში გეგმავს მსგავსი ტიპის საინფორმაციო ლექცია სემინარებს, რადგან მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი მუშაობის სპეციფიკა." - აცხადებს მეგი ბიბილური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები