ხაშურში აგარის და ჯორჯაძის ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან
მიაწოდეს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელშეკრულების ჯამური
ღირებულება 755 000 ლარია.
ქუჩების მოასფალტების სამუშაოებს შ.პ.ს "გეკა" ახორციელებს, რომელიც
მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები