ახალი ამბები
ახალ სტადიონზე დევნილები ,,დაშვებული" ბურთით თამაშობენ
ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ორი თვეა ახალი მინისტადიონი აუშენეს.

ბავშვები დღეს იქ დაშვებული ბურთით თამაშობდნენ.

დასახლებაში ერედვიდან, დისევიდან და დიდი ლიახვის ხეობიდას რამდენიმე სოფლიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

ლევან კასრაძე, რომელიც მოზარდებს შორის, ყველაზე უფროსი აღმოჩნდა, ამბობს, რომ წითელი ჯვრის საზოგადოებას თავიანთი სურვილი უკვე გააცნეს.

,,გვინდა, რომ ბალახი დაგვიგონ სტადიონზე და გარეგანათება გაკეთდეს. კლუბში იყო შეხვედრა ცოტა ხნის წინ. გვკითხეს, რის გაკეთება გსურთო და ეს ვუთხარით" - ამბობს ლევან კასრაძე.

ვიდრე მინისტადიონს დავტოვებით, ბავშვებს დაშვებული ბურთიც გაუსკდათ.

შევპირდით, რომ ბურთების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ განყოფილებას შევატყობინებდით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები