ახალი ამბები
ბავშვების სიხარული ახალ საბავშვო ბაღში
გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის "საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

შენობა გარემონტდა და სრულად აღიჭურვა პროექტის ფარგლებში.

ბაღი ბერბუკის დევნილთა ჩასახლების 135 ოჯახსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ 6 წლის ასაკამდელ ბავშვებს სკოლამდელი განათლების უფასო სერვისს სთავაზობს.

აღნიშნულ სოციალურ საწარმოში ბერბუკის თემის მოსახლეობის 11 წარმომადგენელია დასაქმებული.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 40 აღსაზრდელზე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. დღეისათვის ბაღის ხარჯებს სრულიად ფარავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

შიდა ქართლში პროექტი" სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" გასულ წელს დაიწყო და იგი რამოდენიმე ფაზას მოიცავდა, რომლის შედეგადაც გორის რაიონში ექვსი სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფინანსდა.

საზღვრისპირა რეგიონში დაფუძნებული საწარმოების ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებილი, ნაწილი კი სოციალური სერვისების მიწოდებაზე მიმართული საწარმოებია. მათი უმეტესობა მარტის თვეში ამოქმედდა და უკვე მიმდინარე თვიდან სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება ექვსივე საწარმომ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები