ახალი ამბები
საკრებულოს სხდომაზე ოქრუაშვილის საკითხები ისევ ,,ვარდება"
ამ წუთებში ქალაქ გორის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

გეგმიურ სხდომას 13 დეპუტატი ესწრება.

საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის ინიცირებული პროექტები მიყოლებით ,,ვარდება".

მისი მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის შედგენილ პროექტებს საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, მხარდამჭერი მხოლოდ სამი დეპუტატი ჰყავს.

პარტია ,,ქართულმა ოცნებამ" და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" ოქრუაშვილის საკითხებს პროტესტი გამოუცხადა.

ეს საკითხები დღევანდელ სხდომაზე ხელმეორედ გადის. დაახლოებით 25 ,,რჩევა" ერთი თვის წინაც ჩავარდა.

,,ქართულ ოცნებას" და ,,თავისფალ დემოკრატებს" მხარს დამოუკიდებელი წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილიც უჭერს. ის თავმჯდომარის მოადგილეა.

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მინდია გოდერძიშვილი ოქრუაშვილის საკითხებს შინაარსის მიხედვით არჩევს.

,,შევხედავ ზოგიერთ საკითხს, იქნებ მხარდასაჭერია" - განაცხადა გოდერძიშვილმა.

სხდომაზე ,,ეროვნული ფორუმი" - ს წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე არ ესწრება.

მკვეთრი პოზიცია ,,ლეიბორისტულ პარტიის" წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია.

საკრებულოს სხდომაზე გეგმის მიხედვით 50 საკითხია განსახილველი, აქედან ნახევარი ,,ქართული პარტიის" ინიცირებულია. 

იხილეთ ამავე თემაზე:

ოქრუაშვილის საკითხები რომელიც საკრებულოს სხდომაზე ჩავარდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები