ახალი ამბები
,,თავისუფალმა დემოკრატმა" საკრებულოში თანამდებობა შეინარჩუნა
ქალაქ გორის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უკვე მეორედ ჩავარდა.

ამის გამო, ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.

მისი გადაყენება 15 კაციან საკრებულოში, ფრაქცია ,,ქართული პარტიის" ოთხმა წევრმა მოითხოვა.

თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი, მხოლოდ, ამ პარტიის ოთხმა წევრმა დაუჭირა.

რაც შეეხება დანარჩენ წევრებს:

სხდომას ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე არ ესწრებოდა.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

ასეთი პოზიცია ,,ლეიბორისტმა" ზაზა მეზვრიშვილმა, ,,ნაციონალმა" ზურაბ როსებაშვილმა და დამოუკიდებელმა წევრმა ზურაბ როსებაშვილმა დაიკავეს.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები