ახალი ამბები
ახალი ასფალტი გამყოფი ხაზის სოფლებში
ქვემო შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის 6 კმ-იანი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება.

ნაწილობრივ უკვე დაგებულ ახალ ასფალტზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა გაიარეს.

გზის ასფალტირების სამუშაოებს ასრულებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“.

პროექტის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 1 663 999 ლარს.

აღნიშნული პროექტი ისევე, როგორც ბრეძა–ატოცის დამაკავშირებელი 6 კილომეტირანი გზის ასფალტირება ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

თამარაშენი და ფცა გამყოფი ხაზის ახლო მდებარე სოფლებია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა გაზიფიკაციისა და სასმელი წყლით მომარაგების პროექტები განხორციელდა.

,,აღნიშნულ სოფლებში მსგავსი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს შიდა მიგრაციის დონის შემცირებას და ადგილზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას" - განაცხადა ოქრომელიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები