ახალი ამბები
ტურისტების რაოდენობა უფლისციხეში იზრდება
მიმდინარე სეზონზე ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეში უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივი დამთვალიერებლების რაოდენობა მომატებულია.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზოგადი მონაცემებით, მიმდინარე წელს ვიზიტორების რაოდენობამ უკვე 43 348 - ს მიაღწია.

ამ მონაცემებში არ შედის დევნილები და სოციალურად დაუცველები, რადგან ისინი უფასო მომსახურებით სარგებლობენ. 

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ამჟამინდელი მდგომარეობით, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩასულ ვიზიტორებს 45% უკავია.

ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კი, ადგილობრივ ტურისტთა რაოდენობას უტოლდება.

ცნობისათვის, მიმდინარე წელს სტალინის სახულმუზეუმს ჯერ მხოლოდ 20 233 ვიზიტორი ესტუმრა. 









Print

სტატიის გამოყენების პირობები