ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში პრემია 141-მა მოხელემ მიიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის მარტში და აპრილში გაცემულმა საპრემიო თანხამ 96 985 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

საერთო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია 141-მა საჯარო მოხელემ მიიღო.

მარტში პრემია 63 თანამშრომელზე გაიცა და თანხამ 7875 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება აპრილს 141-მა თანამშრომელმა 89 110 ლარი მიიღო.
Print
თეგები: პრემია / ხაშური /

სტატიის გამოყენების პირობები