ახალი ამბები
ვარიანში ნაგაზის დაკბენილი ძაღლი მოკვდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ეკლესიის მოძღვარს მამა თადეოზს ცხოველთა დამცველები საკუთარი ნაგაზების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევენ.

ერთერთი ვარიანელის ძაღლის დაკბენის ფაქტზე ინფორმაციას ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ავრცელებს.

ძაღლი, რომელიც სასულიერო პირის ოჯახის ნაგაზმა დაგლიჯა, გორის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდა.

ირმა მთიულიშვილი განმარტავს, რომ ვარიანის ეკლესიის მოძღვარს რამდენიმე ნაგაზი ყავს, რომელსაც ეზოს გარეთ უშვებს და ცხოველებთან ერთად საფრთხეს ადამიანებსაც უქმნის.

"ამ ნაგაზებმა კიდევ ერთი ძაღლი იმსხვერპლა. მამაოს ადრინდელ შემთხვევებზეც  დავურეკე, მეგობრული საუბარი გვქონდა. ვთხოვე, რომ ძაღლებისთვის ვოლიერები გაეკეთებინა, თუმცა ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და იგივე მეორდება. ნაგაზები ჯაჭვებით ყავს დაბმული და როცა მოუნდება უშვებს, რაც სხვა ძაღლებითვის ფატალური შედეგის მომტანია." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მთიულიშვილს სოციალურ ქსელში მამა თადეოზის (ქებაძე) მრევლი ლანძღავს.

ხოლო პირად მიმოწერაში სასულიერო პირის შვილისგან წერილიც მიიღო. მთიულიშვილის თქმით, მან შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯი მიიღო.

გუშინ ირმა მთიულიშვილი გორის მიტროპოლიტთან მეუფე ანდრიასთან შეხვედრა სცადა. ცხოველთა დამცველს დედა ცეცილია შეხვდა და ვითარების გარკვევას დაპირდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მამა თადეოზს დაუკავშირდა.

"მთიულიშვილი და მისი მოაზრეები ჩემს წინააღმდეგ გამოდიან. ძაღლი ჩემი არ არის და ეს ყველაფერი სისულელეა." - განმარტავს მამა თადეოზი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი რამდენიმე თვის წინ ამ საკითხზე წერდა.

იხ. ამავე თემაზე: 


სასულიერო პირის ნაგაზები სოფელში პრობლემებს ქმნის



Print

სტატიის გამოყენების პირობები