ახალი ამბები
ტურისტული ადგილები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის იურისდიქციის ქვეშ მყოფ არაღირებულ სამხრეთ ოსეთში ტურიზმის სეზონი დაიწყო.

ჯავის რაიონის კურორტულ ზონაში ტურიზმის ცენტრი ,,ძედო" გაიხსნა.

სანატორიუმის ხელმძღვანელი ბალა ბესტაუთი ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,ძედო" როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ასევე, უცხოელი ტურისტების მისაღებად მზადაა.

ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ხელი მემორანდუმს მოაწერეს, რომლის მიხედვით რუსეთის მხარე პროფესიონალური კადრების გადამზადებაში ვალდებულებას იღებს.

საბჭოთა პერიოდში აღნიშნულ სანატორიებს ათასობით ტურისტი როგორც საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ასევე, სოციალისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოებიდანაც სტუმრობდნენ.

სანატორიუმის სახელი ,,ძედო" მომდინარეობს მწვერვალ ,,ძედოდან", რომელიც კავკასიონზე მდინარე ჯეჯორის ზემოთ მდებარეობს და ოფიციალურად საქართველოს საზღვრებში შედის.











Print

სტატიის გამოყენების პირობები