ახალი ამბები
აგარაში სპირტის ქარხანა ივლისის ბოლოს ამუშავდება
დაბა აგარაში სპირტისა და არყისგამოსახდელი ქარხანა აშენდა. სამუშაოები შ.პ.ს "გრადო" განახორციელა, რომლის ღირებულება 4 000 000 ლარია. ამ ეტაპზე ქარხანაში დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს.

ქარხნის აღმასრულებელი დირექტორის ოთარ საბაშვილის თქმით, საწარმო ინოვაციური ტექნოლოგიებითაა შექმნილი და მას საქართველოში ანალოგი არ ექნება.

„ჩვენი ქარხანა ინვაციურ ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით იფუნქციონირებს. ნედლეულის მიღება იწარმოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოხდება სხვა ფერმერებისგან და მომწოდებლებისგან ხილის ჩაბარება. საწარმოს შეუძლია 300 ტონა სპირტის წარმოება, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა,“ - აცხადებს ოთარ საბაშვილი.

ქარხნის ამოქმედება აგარაში მნიშვნელოვნად მიაჩნია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს. ზაზა გულიაშვილმა საწარმო დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ადგილობრი ბიზნესი ვითარდება. ქარხანაში 4 000 000 აშშ დოლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა, სადაც 30 ადამიანი უშუალოდ საწარმოში დასაქმდება. გარდა ამისა, ადგილობრივ გლეხებს გაუჩნდებათ პროდუქციის გასაღების ბაზარი, რაც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის ივლისის ბოლოს შევა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები