ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი გორში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ქალაქ გორის მიმდებარედ და გორის რაიონის სოფელ ორთაშენში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარაზე განთავსებული იყო ფიცარი საერთო მოცულობით 7.1კბმ. მძღოლებს არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია.

ავტომანქანები დაილუქა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები